"ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისს თავს დაესხნენ

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გორის საკრებულოს დეპუტატის კახა ლობჟანიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისს თავს დაესხნენ.

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა პირველად არ მომხდარა.

"ეს არის უკვე მერვედ თუ მეცხრედ განხორციელებული ვანდალური აქტი ჩვენს ოფისზე. დილით მოსულებს ჩამტვრეული დაგვხვდა მინა. ხედავთ, რამხელა ზომის ქვა აქვს ნასროლი. გამოვიძახეთ პოლიცია და მათი თანდასწრებით გავხსნით კარს. წინა შემთხვევაში კამერის ჩანაწერებიც მივაწოდეთ, მაგრამ პასუხი არავინ გაგვცა. ვფიქრობთ, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ მართული და ხელისუფლების დაკვეთით გაკეთებული, აქ ყველა სტრუქტურაა ჩართული, მათ შორის ძალოვნებიც, რადგან არ იძიებენ ამ საქმეებს“, – განაცხადა ლობჟანიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები