პოდოლიაკი - საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, ისინი სხვა რეალობაში არიან

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, საქართველოს ასეთ ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან "ისინი სხვა რეალობაში არიან“.

"საქართველოს მიმართ ძალიან მარტივი დამოკიდებულება მაქვს. არის ქართველი ხალხი, რომელმაც სამწუხაროდ, უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, რომ ასეთი ხელისუფლება აირჩია თავისთვის. ბატონი ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ფედერაციას ფართოდ გახელილი ან ფართოდ დახუჭული თვალებით უყურებს, ელის მისგან ენერგეტიკასთან დაკავშირებული რაღაც პრობლემების გადაჭრას, 2008 წლის ომის არ გაგრძელებას, რაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გახანგრძლივებას გულისხმობს", - განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის თქმით, საქართველოს ასეთ ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან „ისინი სხვა რეალობაში არიან“. 

"დღესაც, 10,5-თვიანი ომის შემდეგ, მათ არ ესმით, რომელ მხარეს უნდა იყვნენ“, - განაცხადა პოდოლიაკმა და დასძინა, რომ თბილისში, ამავე დროს, გამუდმებით ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია სურთ.

ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ საქართველოში უცნაური ვითარება შეიქმნა - ხელისუფლება მხარს უჭერს პრორუსულ ღირებულებებს, მაგრამ ამავდროულად, სურთ მიიღონ წვდომა ევროპულ ბაზრებსა და ფულზე. მან საქართველო შეადარა უნგრეთს, რომელსაც სურს იცხოვროს საკუთარი წესებით, რუსეთის ავტორიტარულ ღირებულებებთან ახლოს, მაგრამ ამავე დროს ისარგებლოს თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს უპირატესობებით.

პოდოლიაკმა ამავე დროს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბევრი ქვეყანაა, რომლებიც გულწრფელად მზად არიან დაეხმარონ უკრაინას, მათ შორის იარაღით და ეს არ არიან მხოლოდ ისეთი დიდი ძალები, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია, არამედ, მაგალითად, ბალტიისპირეთის პატარა ქვეყნები.

"და არიან ქვეყნები, როგორიც საქართველოა. და ისტორიაში ძალიან გასაკვირად დაიწერება, რომ საქართველოს მთავრობა 2022-2023 წლებში, რომელსაც 2008 წელს თავს დაესხა რუსული შოვინისტური ელიტა, აგრძელებს რუსეთის ფედერაციის ექსპანსიონიზმისგან ევროპის გათავისუფლების პროცესის უპატივცემულობის დემონსტრირებას. ქართველებმა მერე ამით უნდა იცხოვრონ“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ისტორიას დაამატოს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობაც.

"ფენომენალურია. ქვეყანა, რომელიც 2000-იანი წლების შუაში მიიჩნეოდა დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითად, გაატარა მძლავრი ეკონომიკური, ანტიკორუფციული რეფორმები (დიახ, არა უპრობლემოდ, მაგრამ გაატარა), დღეს დაუბრუნდა რაღაც უცნაურ მდგომარეობას, როცა რეფორმატორი პრეზიდენტის ციხეში მოკვლა უნდათ. გესმით, როგორ გამოჩნდება ეს ისტორიის წიგნებში“, - განაცხადა პოდოლიაკმა. 

პოდოლიაკის თქმით, კიევი თბილისს სააკაშვილის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში მკურნალობის მიზნით გადაყვანისკენ მოუწოდებს და ამას არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანისტური მიზნებით აკეთებს.

"ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ესაა სიმბოლური ჟესტი, ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველო, მიუხედავად მისი პოლიტიკური პრეფერენციებისა, არაა დეჰუმანიზებული ქვეყანა. ისე, თუ მათ მოსწონთ, მაგალითად, რუსეთის ფედერაცია, ღმერთი მათკენ, ასე იყოს, მაგრამ არის ჰუმანიტარული კომპონენტები, ჰუმანისტური კომპონენტები, რაც სწორად უნდა აირჩიონ“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები