გია ვოლსკი - პოდოლიაკი ან უტიფრად აგრძელებს "ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, ან, პრაქტიკულად, ვერაფერს ხედავს უკრაინის გარშემო

თუ პოდოლიაკმა ვერ დაინახა, საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც უტიფრობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

"პოდოლიაკის განცხადება არის უტიფარი. თუ ის იმის შემდეგ ვერ მიხვდა, ვისკენ არის საქართველო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანამ რუსეთის მიმართ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, როგორებიც არის, მათ შორის, ტრიბუნალისთვის მიმართვა, რუსეთის გარიცხვა მთელი

რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ის ან უტიფრად აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, ან, პრაქტიკულად, ვერაფერს ხედავს უკრაინის გარშემო, რეგიონში რა ხდება. 

ჩვენ არ გაგვაჩნია ტანკი იმისთვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ, მაგრამ გაგვაჩნია ელექტროგენერატორები და ჰუმანიტარული დახმარების გარკვეული რესურსი, რასაც ვაწვდით. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ამ მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე ვართ. ჩვენ გაგვაჩნია რესურსი, რომ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ხალხს დავეხმაროთ, მათ შვილებს სკოლაში სწავლის საშუალება მივცეთ და მათი პედაგოგები დავაფინანსოთ. ამის შემდეგ, თუ პოდოლიაკმა ვერ დაინახა, საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც უტიფრობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები