შალვა ხაჭაპურიძე - სიები ხვალ-ზეგ გახდება უკვე ცნობილი საზოგადოებისათვის, თუმცა ეს არ იქნება ბოლო, ეს იქნება ცოცხალი სია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სია საზოგადოებისთვის ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი.

"სიები ხვალ-ზეგ გახდება უკვე ცნობილი საზოგადოებისათვის, თუმცა ეს არ იქნება ბოლო, ეს იქნება ცოცხალი სია. რაც შეეხება პოლიტიკურ ფიგურებს, იქნებიან ეს დეპუტატები თუ სხვა თანამდებობის პირები, ამ სიაში არ იქნებიან მოხვედრილი, რადგან ამ სიას და ამ ქეისს აქვს თავისი სტანდარტი. ასევე არ მოხვდება არცერთი ისეთი ადამიანი, რომელზეც არ იქნება უტყუარი მტკიცებულება.

რატი ბრეგაძე არის იუსტიციის მინისტრი, სააკაშვილი იმყოფება მის მიერ დაქვემდებარებულ პენიტენციურ სამსახურში და ამერიკელი ექსპერტის, სმიტის დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სისტემაში. ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ პრეცედენტიდან, რომელიც იყო მაგნიტსკის საქმეზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ამ სიას შეექმნას გარკვეული შეფერხებები და გვინდა, ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი. ყველა ადამიანი, ვისაც სააკაშვილთან შეხება ჰქონდა კანონდარღვევით და არსებობს მტკიცებულება, ყველა შევა ამ სიაში“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები