შალვა ხაჭაპურიძე - ამერიკელების და უცხოელების ჯგუფის პოზიციაა, რომ პოლიტიკოსები შესაძლებელია, იყვნენ ამ სიაში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ 15-კაციანი სია შედგენილია, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ შეიცვალოს. 

მისივე თქმით, სიაში შედის ნინო გოგორიშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი იყო.

"ნინო გოგორიშვილი, ფორმა ასის გარეშე გამოწერა და დამალა გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაცია ამ ქალბატონმა, როგორც ჩანს, ჩვენთან არსებული მტკიცებულებებით", - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, სიაში შესაძლოა, იყვნენ პოლიტიკოსებიც.

"სააკაშვილის პოზიცია, გუშინ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რაც ვისაუბრეთ, იყო ის რომ პოლიტიკოსები არ უნდა მოხვდნენ, იმიტომ კი არა, რომ პოლიტიკოსი ხელშეუხებელია ან ასე შემდეგ, არამედ უფრო მეტი ეფექტისთვის, ასე ვთქვათ. ამერიკელების და უცხოელების ჯგუფის, ვინც მუშაობას, პოზიციაა, რომ პოლიტიკოსები შესაძლებელია იყვნენ ამ სიაში, მუშაობა მიდის", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები