ქართულ-უკრაინული დაპირისპირება ფრედ დასრულდა

თბილისის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე დღეს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. მათ სპარინგ პარტნიორობა უკრაინული პრემიერ-ლიგის ლიდერმა “დნიპრო 1”-მა გაუწია. მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდმა უკრაინული დროშის თანხლებით გუშინ, დნიპროში დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას პატივი მიაგო. 

აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა დღეს გარდაცვლილი ლეგენდარული ქართველი კინომსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის ხსოვნის პატივსაცემად შეხვედრა შავი სამკლაურებით ჩაატარეს. მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე გიორგი მოისწრაფიშვილის გოლით დაწინაურდნენ. მე-9 წუთზე მოისწრაფიშვილის აქტიურობას თორნიკე კირკიტაძის ზუსტი თამაში მოჰყვა და ანგარში 2-0 გახდა. "დინამო" სათამაშო უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე ეპიზოდში მესამე გოლის გატანაც მართებდა, თუმცა გოლი საკუთარ კარში მიიღო. არტიომ დოვბიკმა 35-ე წუთზე შედეგიანად ითამაშა. უკრაინელებმა ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი გოლი გაიტანეს. მე-40 და 41-ე წუთებზე თავი ევჰენი პიდლეპენეცმა და ვალენტინ რუბჩინსკიმ გამოიჩინეს. 

მეორე ტაიმი დინამოელებმა ახალი თერთმეტეულით დაიწყეს, თავად მატჩი კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და რამდენიმე საგოლე ეპიზოდი ორივე გუნდის კართან შეიქმნა. შეხვედრის 75-ე წუთზე საჯარიმოს გათამაშების შემდეგ, ანზორ მექვაბიშვილმა ზუსტი და ჩახვეული დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში 3-3 დააფიქსირა. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 18 იანვარს პლოვდივის ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩაატარებენ. 

ინფორმაციას თბილისის “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი