გერმანიის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს.

მისი თქმით, გადადგომის შესახებ განცხადება უკვე წარუდგინა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, რომელმაც განცხადებას ხელი უკვე მოაწერა. 

ლამბრეხტი გერმანიის თავდაცვის მინისტრი 2021 წლის ბოლოდან იყო, მანამდე ის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის კაბინეტში იუსტიციის მინისტრად მუშაობდა.

იმავდროულად, გამოცემა Bild-მა თავდაცვის მინისტრის პოსტზე პოტენციური კანდიდატები დაასახელა. მათ შორის არიან შრომის ამჟამინდელი მინისტრი ჰუბერტუს ჰეილი, კანცლერის დეპარტამენტის უფროსი ვოლფგანგ შმიდტი, სამხედრო საკითხებში კომისარი ევა ჰოგლი და SPD-ის ლიდერი ლარს კლინგბეილი.

წინა კვირაში გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლამბრეხტი თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა. 

მსგავსი სიახლეები