კულება - ეუთო-ს გადარჩენის ერთადერთი გზა მისი შემადგენლობიდან რუსეთის მოშორებაა

უკრაინა მიიჩნევს, რომ ეუთო-ს გადარჩენის ერთადერთი გზა მისი შემადგენლობიდან რუსეთის მოშორებაა.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთო-ს მოქმედ ხელმძღვანელთან ბუიარ ოსმანისთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეუთო-ს გადარჩენის ერთადერთი გზა არის რუსეთის მოშორება მისი შემადგენლობიდან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციას ჩამოერთვას შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს გარკვეულ პროცესებზე და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება", - განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციამ დიდი ხნის წინ შეუტია ჰელსინკის აქტს, მაგრამ 24 თებერვლის შემდეგ სისტემატურად ანადგურებდა მის ყველა ასოს.

"ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს ამ ფუნდამენტურ დოკუმენტს და შეარყიოს ეუთო“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები