უკრაინაში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩავიდა

უკრაინაში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელთან ანდრეი ერმაკთან.

ერმაკმა ამერიკელ პარტნიორებს ძირითადი მოვლენები გააცნო და აშშ-ს მადლობა გადაუხადა უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის.

"უკრაინელები არასოდეს დაივიწყებენ შეერთებული შტატების, ამერიკელი ხალხის, მთავრობის, პრეზიდენტის და კონგრესის დახმარებას და მხარდაჭერას“, - განაცხადა ერმაკმა.

ამერიკულმა დელეგაციამ მოისმინა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შესახებ რუსული სარაკეტო თავდასხმების მოსაგერიებლად და საახალწლო არდადეგებზე და 14 იანვარს სარაკეტო დარტყმის შედეგებზე და განიხილა დაზიანებული ელექტროსადგურების აღდგენის საკითხი, ასევე მტრის საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის ზომები.

შერმანმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილა რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები. კერძოდ, ომით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერა, დაბომბვის შემდეგ ენერგიის აღდგენა, ფინანსური მხარდაჭერა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები