კიევის ოლქში, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ვერტმფრენი ჩამოვარდა, არიან დაშავებულები

ბროვარში, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ვერტმფრენი ჩამოვარდა, ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

"ბროვარი. სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტს საფრენი აპარატი დაეცა. ვარკვევთ დაშავებულთა შესახებ მონაცემებს და მომხდარის გარემოებებს. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და ყველა სამსახური უკვე ადგილზეა", - წერს ტიმოშენკო.

გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს საბავშვო ბაღში ბავშვები იმყოფებოდნენ, ევაკუაცია უკვე დასრულებულია. არიან დაშავებულები.

"ქალაქ ბროვარში ვერტმფრენი ჩამოვარდა საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ კორპუსთან. ტრაგედიის დროს ბაღში ბავშვები და დაწესებულების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ყველა ევაკუირებულია. არიან დაშავებულები", - წერს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსეი კულება.

ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის და აფეთქების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ თვითმხილველებმა გაავრცელეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები