ზელენსკიმ პოლიციას და უსაფრთხოების სამსახურს ავიაკატასტროფის გამოძიება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფას გამოეხმაურა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა შეეწირა. პრეზიდენტმა უსაფრთხოების სამსახურს და ეროვნულ პოლიციას დაავალა, მომხდარის ყველა გარემოება დაადგინონ.

"დღეს საშინელი ტრაგედია მოხდა კიევის ოლქში, ბროვარში. ჩამოვარდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი, ავარიის ადგილზე გაჩნდა ხანძარი. ამ წუთის მონაცემებით, 15 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება.

ავარიის მსხვერპლთა შორის იყვნენ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი, მათი თანაშემწე და ვერტმფრენის ეკიპაჟი.

დაშავებულია 25 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. ამ წუთის მდგომარეობით დაღუპულია სამი ბავშვი. ენით აუწერელი ტკივილი. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დაეცა. უკრაინის უშიშროების სამსახურს დავავალე ეროვნულ პოლიციასთან თანამშრომლობით და სხვა უფლებამოსილმა ორგანოებმა გაარკვიონ მომხდარის ყველა გარემოება

ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მეგობრებს! დენისი, ევგენი, იური, შსს-ს გუნდი... უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. ნათელში იყვნენ! ნათელში იყოს ყველა, ვისი სიცოცხლეც ამ შავმა დილამ წაიღო!", - წერს ზელენსკი.

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskiy.official%2Fposts%2Fpfbid0rXK2u9qUCkL7FfpAbqmdfnQCrS6asxQZi4KuL9S6zBJRJ6HTC9qQjMz9SmeThHeMl&show_text=true&width=500" width="500" height="717" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>