შალვა პაპუაშვილი - სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის, ჩემი სამძიმარი ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინელ კოლეგას რუსლან სტეფანჩუკს უკრაინაში დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.

"ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი  ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.

სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის.  მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პაპუაშვილი "ტვიტერზე".  

კიევის ოლქში დღეს დილით ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც შს მინისტრი დენის მონასტირსკი და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს აფეთქდა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია 15 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები