პურის მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

პირველი ივნისიდან პურის მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. საუბარია "ჰასპის“ სტანდარტის დანერგვაზე.

"პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, შემოდის სანიტარულ-ჰიგიენური, ტექნოლოგიური პარამეტრების წესები, რაც ყველგან დაცული უნდა იყოს.

"ამ წლიდან, წლის მეორე ნახევარში შემოდის ახალი რეგულაციები. დროულია, უნდა შემოვიდეს აღნიშნული რეგულაციები. შემოდის წესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ეს არის სანიტარულ-ჰიგიენური, ტექნოლოგიური პარამეტრების წესები. იგულისხმება მათი სანიტარულ-ჰიგიენური შემოწმება, ვინც ამზადებს ამ პროდუქციას. ალბათ იქნება შენიშვნები ვენტილაციასთან დაკავშირებით, არის რაღაც დანადგარები, ხსნარები, რომლებიც უნდა ჰქონდეთ – ეს ყველაფერი დასამუშავებელია. ეს ყველაფერი გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მივმართავ შესაბამის სამსახურს, ტრენინგები ჩატარდეს, იცოდნენ, რას ვთხოვთ ამ ხალხს. 

გარდა ამისა, მინდა, ვთქვა, რომ შესაძლებელია, გაკეთდეს სამი გაიდლაინი, თუ რა მოთხოვნებია მცირე, საშუალო და დიდი წარმოებისთვის. ამ გაიდლაინის მიხედვით იქნება მოთხოვნები. მიზანი არ იქნება წარმოებების დაჯარიმება. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, მიგვიწვია სურსათის უვნებლობის სამსახურმა, სადაც გაჟღერდა ეს ამბავი და თქვეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ "ჰასპის“ კანონმდებლობა ყველგან დაინერგებოდა“, – განაცხადა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები