ზაზა ფაჩულია თეთრ სახლში იმყოფებოდა - ჯო ბაიდენმა ჩემპიონებს უმასპინძლა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედ ჩემპიონს გოლდენ-სთეით “უორიორსს” უმასპინძლა.

შეხვედრაზე გუნდის მოთამაშეები, მწვრთნელები და ორგანიზაციის ადმინისტრაციული პერსონალი იყო მიწვეული.

აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლში იმყოფებოდა ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, რომელიც ახლა “უორიორსის” კონსულტანტია ორ სფეროში, ესენია: საკალათბურთო კონსულტანტი და ბიზნესის და რეკლამირების კონსულტანტი.

"აქ პირველად ვიმყოფები. ეს არის ერთადერთი რამ, რაც წინა ჩემპიონობის დროს არ გამომიცდია, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ დღეს აქ ყოფნით", - აღნიშნავს ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

ზაზა ფაჩულია NBA-ის სამგზის ჩემპიონია, მან ორი ბეჭედი მოიგო როგორც მოთამაშის, ხოლო ერთი როგორც ორგანიზაციის წევრის სტატუსით.

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს აღდგა ტრადიცია, როდესაც ნაციონალური სპორტის ჩემპიონებს თეთრი სახლის ლიდერი მასპინძლობს. დონალდ ტრამპის დროს NBA-ის არცერთი ჩემპიონი არ ყოფილა თეთრ სახლში, რადგან როგორც ცნობილია, ის მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ფიგურა იყო.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

მსგავსი სიახლეები