"ტრაგედია ომით დატანჯული უკრაინის გულში" - მსოფლიო ლიდერები ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფას ეხმაურებიან

დღეს, ბროვარში ავიაკატასტროფის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე ევგენი იენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლობკოვიჩი. ისინი იმ ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ, რომელიც საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა.

მომხდარს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამძიმარი გამოუცხადა ბროვარში დაღუპულთა ოჯახებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მთელ ქვეყანას. "ტრაგედია დატრიალდა ომით ტანჯული უკრაინის გულში“, - ასე გამოეხმაურა ევროკომისიის ხელმძღვანელი კატასტროფას.

ესტონეთი გლოვობს უკრაინასთან ერთად, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა Twitter-ზე დაწერა.

"კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენება წარმოუდგენლად მაღალი ფასის შესახებ, რომელსაც უკრაინა იხდის რუსეთის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლის დროს“, - წერს კალასი.

მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი, რომელიც დენის მონასტირსკის ევროკავშირის დიდ მეგობარს უწოდებს.

უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი წერს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი მოადგილე ევგენი ენინი "თანამშრომლობაში ჩინებული  პარტნიორები და მეგობრები იყვნენ“. პოლიტიკოსმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

ავიაკატასტროფას გამოეხმაურა პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა: "ღრმა მწუხარებით მივიღე ინფორმაცია კიევის მახლობლად მდებარე ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან და ახლობლებთან არის“.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბროვარიში მომხდარმა ტრაგედიამ კვლავ აჩვენა უკრაინის უზარმაზარი დანაკარგები ომში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინას ბროვარიში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

"ჩვენ დამწუხრებული ვართ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტირსკის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ჩვენი ფიქრები ამ საშინელი მოვლენის შედეგად დაშავებულებთანაა. საფრანგეთი სამძიმარს უცხადებს უკრაინელ მეგობრებს", - განაცხადა მაკრონმა.

ავიაკატასტროფას გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი, რომლის თქმით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო გაოგნებული და დამწუხრებულია.

უკრაინას მხარდაჭერას და სამძიმარს უცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლი, რომლის თქმით, დენის მონასტირსკი ბრიტანეთის დიდი მეგობარი იყო. 

ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში მელინდა სიმონსი კი აცხადებს, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის და მშვიდობიანი მოსახლეობის ტრაგიკული გარდაცვალება მისთვის შოკი იყო.

"კარგად ვიცნობდი როგორც მინისტრ მონასტირსკის, ასევე მის პირველ მოადგილეს იენინს. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს და ჩვენს პარტნიორებს უკრაინის მთავრობაში ამ დანაკარგთან დაკავშირებით", - განაცხადა ელჩმა.

უკრაინას სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც.

18 იანვარს დილით ბროვარში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ის საბავშვო ბაღთან დაეცა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ასევე დაზიანებულია ბაღის გვერდით მდებარე ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსი.

ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. კლინიკაში 25 ადამიანია მოთავსებული, მათგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფება.

ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები. ხარკოვისკენ მიემართებოდნენ მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლობკოვიჩი. ყველა მათგანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილისა და სახელმწიფო მდივნის გარდა, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრონაჟის სამსახურის უფროსის მოადგილე ტატიანა შუტიაკი, შინაგან საქმეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ეროვნული პოლიციის უსაფრთხოების დეპარტამენტის ვიცე-პოლკოვნიკი მიხაილ პავლუშკო, შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნიკოლაი ანაცკი.

ავიაკასტროფის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის სამი წევრი - ეკიპაჟის მეთაური ალექსანდრე ვასილენკო, პილოტი კონსტანტინე კოვალენკო და მექანიკოსი ივან კასიანოვი.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. უსაფრთხოების სამსახური ტრაგედიის რამდენიმე ვერსიას განიხილავს: ფრენის წესების დარღვევა, ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა, სატრანსპორტო საშუალების განადგურების მიზნით მიზანმიმართულ ქმედებები.

უახლესი ამბები