ლავროვი - ქართველ ხალხთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, "დასავლეთი ცდილობს ხელი შეუშალოს დიალოგს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის".

"ჩვენ მომხრე ვართ, რომ აფხაზეთმა, სამხრეთ ოსეთმა დაამყაროს ურთიერთობა საქართველოსთან, არის დიალოგის მექანიზმები, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობთ", - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, "ქართულმა მხარემ ნდობის განმტკიცების მიზნით წამოაყენა პროექტი ერთობლივი ეკონომიკური აქტივობისთვის". ”ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან სასარგებლო რამ არის”, - აღნიშნა ლავროვმა.

"მართალია, ახლა ე.წ. ჟენევის დისკუსიების დასავლელი მონაწილეები საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის - ევროკავშირი, გაერო, ეუთო და აშშ - რატომღაც ცდილობენ დიალოგის ეს ფორმატი იმის მძევლად აქციონ, რაც უკრაინის ირგვლივ ხდება. ეს ნიშნავს, რომ ისინი კონკრეტულ რეგიონში ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს, რაც განპირობებულია მათი პოლიტიკური წყენით და ახირებებით“, - განაცხადა ლავროვმა.

"მთლიანობაში, ქართველ ხალხთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს“, - აღნიშნა მან.

2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას ლავროვმა განაცხადა, რომ "ნატო-მ თავისი როლი ითამაშა".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები