სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშია ნათქვამი, მოსამართლეთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ასპექტის დარღვევას.

ასევე, პალატამ დაადგინა ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი ასპექტის დარღვევას.

"მთლიანობაში, სასამართლომ გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი სამართალწარმოებაში, კერძოდ, ნაკლოვანებები თავდაპირველ საგამოძიებო რეაგირებაში, მათ შორის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეგროვებისა და დამუშავების, ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ფაზის ზედაპირული გამოკვლევის, ოფიცრების დაკითხვის დაგვიანებისა, და თ.მ.-ს მამისთვის დაზარალებულის სტატუსზე უარის თქმის მხრივ, რამაც ხელი შეუშალა ოჯახს გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრებაში. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისათვის. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას მის პროცედურულ ფარგლებში", - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ მოსარჩელეებს ერთობლივად უნდა გადაუხადოს 10 ათასი ევრო არამატერიალური ზიანისთვის და 15 ათასი ევრო სასამართლოს ხარჯების დასაფარად.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები