მალხაზ მაჩალიკაშვილი - ეს საქმე დაუბრუნდება სასამართლოს, ჩვენ ვიბრძოლებთ

ევროპულმა სასამართლომ, ყველაზე მთავარი რაც არის ჩემთვის, ის თქვა, რომ ეს არის ძალიან არაეფექტურად გამოძიებული საქმე, - ასე გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

"მოლოდინი გამართლდა. გადაწყვეტილებაში რაც დავინახე, ძირითადში, ჩემი ხედვით ჩანს, რომ ვინც ეს დანაშული ჩაიდინა, სუს-მა, მან თვითონვე დაიწყო ამ საქმის გამოძიება და მაინც ვერ შეძლო სათავისოდ დაედო ეს მასალა. რაც შეეხება გასროლის ნაწილს, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ეს საქმე არ იყო გამოძიებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ადამიანი მოკლა სახელმწიფომო. ვერ გამოიძიეს, არ გამოიძიეს ეს საქმე, ამიტომაც მაგ ნაწილში ასეა.

ჩემთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ამ საქმეში არის ძალიან ბევრი დარღვევა, საქმე არ არის ეფექტურად გამოძიებული. 

თავშივე ევროსასამართლო ამბობს, რომ აქ არის დარღვეული გამოძიების მსვლელობა. აქ არის არაეფექტურად გამოძიებული ეს საქმე, რაც იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მთავარი ეს თქვა ევროპულმა სასამართლომ.

ყველამ კარგად იცის, რომ, როცა სახელმწიფოს უჩივი, ნებისმიერი სასამართლო ცდილობს, ის სახელმწიფოც არ დაჩაგროს. ეს დაუწერელი კანონია, ეს ყველამ კარგად ვიცით. მიუხედავად ამისა, ევროპულმა სასამართლომ, ყველაზე მთავარი რაც არის ჩემთვის, ის თქვა, რომ ეს არის ძალიან არაეფექტურად გამოძიებული საქმე. ეს საქმე დაუბრუნდება სასამართლოს, უნდა დაუბრუნდეს, ჩვენ ვიბრძოლებთ.

რაც მე წავიკითხე და დავინახე, სულ მთლიანად თუ არა, დიდი პროცენტით ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები