გია ვოლსკი - არ მაინტერესებს, ფონ დერ ლაიენია თუ კუბილიუსი, როცა ჩემს ქვეყანას უპირისპირდება და ჭორებს არის აყოლილი

არ შეიძლება, ფეიკინფორმაციაზე დაყრდნობით სვამდე კითხვას, თუ ეს წინასწარ არ გაქვს დაგეგმილი. როგორ შეიძლება, რუსი ჟურნალისტის პოზიციაზე, თუნდაც „ნიუ იორკ თაიმსთან“ თანამშრომლობდეს, ააგო კითხვა, თითქოს ევროპის ქვეყნები სანქცირებულ პროდუქციას აგროვებენ რუსეთისთვის, რომელიც გადააქვთ თურქეთში და შემდეგ იქიდან ტრაილერებით საქართველოში შედის, საქართველო გამოყენებულია, როგორც სატრანზიტო დერეფანი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

"პატარა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, ხელწამოსაკრავად როცა ერჩი და არ ანაალიზებ სიტუაციას, რა ხდება, ეს არის მტრული დამოკიდებულება გარკვეული პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან. თუ არსებობს ეჭვი, რომ საქართველო შავი ხვრელია და საქართველოს რუსეთთან თანამშრომლობის გარკვეული სტრატეგია აქვს ჩამოყალიბებული, ამას პასუხი უნდა გასცე, მაგრამ საკითხის წარმოშობა, თითქოს ჩვენთან არსებობს ამის სისტემა, ძალიან კარგად ჩანს ციფრებში, რომ ეს ასე არ არის, უსაფუძვლო ჭორი და საქართველოს მიმართ მტრული დამოკიდებულების ერთ-ერთი ნიშანია. არ მაინტერესებს, ფონ დერ ლაიენია თუ კუბილიუსი, როცა ჩემს ქვეყანას უპირისპირდება და ჭორებს არის აყოლილი, არათუ აყოლილი, უფრო მეტიც, ჭორების შექმნის წყაროა თავად, ვინც არ უნდა იყოს, ვალდებული ვართ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი დავიცვათ. ისეთ რამეს გვაბრალებენ, რასაც არ ვაკეთებთ და ეს არის ყველაზე აშკარა ნიშანი, რომ საქართველოს თავდაცვითი პოზიცია სწორი და მართალია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სანქციების მეათე პაკეტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება იმაზე, რომ მასშტაბური შედეგები დადგეს მათთვის, ვინც ევროკავშირის სანქციებს გვერდს უვლის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები