სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.

"ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს. თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ზურაბიშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 5  ადამიანი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები