საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

ამ წუთებში სხდომაზე ცენტრ "ემპათიას" ნევროლოგის ოთარ თოიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

"დაპატიმრებამდე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელი იყო. მისი ამჟამინდელი ნევროლოგიური სტატუსი და ზოგადად, ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეფასდეს, როგორც მძიმე.

მსჯავრდებული სააკაშვილი მძიმედ არის დაავადებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება, მან დღემდე განვლილი 14 თვის განმავლობაში ვერ მიიღო სრულყოფილი, ადეკვატური სამედიცინო დახმარება, რომლის ორგანიზება პატიმრობის პირობებში შეუძლებელია. ეს გარემოება შეუძლებელს ხდის მის გამოჯანმრთელებას, შეუთავსებელი პატიმრობასთან და ამავდროულად ხელს უშლის სასჯელის მოხდას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილი სიცოცხლის გადარჩენისა და სრულყოფილი კლინიკური გამოკვლევისათვის და თერაპიისათვის, განთავისუფლებული უნდა იყოს სასჯელის შემდგომი მოხდისგან", - განაცხადა თოიძემ.

პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე პენიტენციურის მიერ წარდგენილ ოქმში წერს, რომ გუშინ დაკარგა გონება, ძალიან სუსტადაა და სხდომაზე დისტანციურად ჩართვასაც ვერ შეძლებს. პენიტენციური ოქმში წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს, რაზეც სააკაშვილმა მინაწერი გააკეთა: "ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე, დავეცი, ძალიან სუსტად ვარ". 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები