წითელი ჯვრის საზოგადოება - გარდაცვლითა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, სითბოთი და სიკეთით სავსე, სამაგალითო მოხალისე

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის მოხალისე ზაქრო მათიაშვილია. 

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ვუსამძიმრებთ  ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

გარდაცვლითა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლისმოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან. მადლობა, რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში", - წერს წითელი ჯვრის საზოგადოება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGeorgiaRedCross%2Fposts%2Fpfbid0HQk7CjzBQyWE91PXvXKAQspwWA6V5Q5hGDs9NXsFqcsLNgNb21fkp1qbwpiMdBzkl&show_text=true&width=500" width="500" height="824" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>