საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილებიდან სამი ადამიანი "ჯეოჰოსპიტალში" რჩება

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილებიდან სამი ადამიანი ამ დრომდე "ჯეოჰოსპიტალში" აგრძელებს მკურნალობას. 

კლინიკაში აცხადებენ, რომ ორის მდგომარეობა სტაბილურია,  ერთი კი კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია.

"3 ავადმყოფი განაგრძობს მკურნალობას, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ქირურგიულ პალატაში განაგრძობენ მკურნალობას. ერთი პაციენტი, რომელიც არასტაბილური ჰემოდინამიკით მართვით სუნთქვაზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობდა მკურნალობდა, ამ ეტაპისთვის შედარებით დასტაბილურებულია, თუმცა რჩება ისევ კრიტიკულ მდგომარეობაში", - აცხადებენ კლინიკაში.

სროლის შედეგად დაჭრილი ერთი ადამიანი კლინიკიდან უკვე გაწერეს, კიდევ ერთს, რომელიც თბილისში გადმოიყვანეს, დღეს გაწერენ.

20 იანვარს ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია 5 ადამიანი.

ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები