საგარეჯოში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის, ექიმ მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, საგარეჯოში დაჭრილი ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის, 24 წლის მამაკაცის მდგომარეობა კი კვლავ სტაბილურად მძიმეა.

"ორი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას, დამაკმაყოფილებელია, კიდევ ერთის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია, კვლავ რჩება მძიმე, პაციენტი არის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. გუშინდელთან შედარებით მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე ფასდება მძიმედ და რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. 

ორი პაციენტის გაწერა, რომლებიც ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას, უახლოეს დღეებში იგეგმება“, – განაცხადა ოთიაშვილმა.

20 იანვარს ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია 5 ადამიანი.

ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები