მორავეცკი - თუ გერმანია არ დათანხმდება უკრაინისთვის Leopard-ის გადაცემას, ჩვენ შევქმნით პატარა კოალიციას

პოლონეთი უშვებს კოალიციის შექმნის შესაძლებლობას უკრაინისთვის თანამედროვე ტანკების მიწოდების მიზნით გერმანიის გარეშე, თუ ქვეყანა არ დათანხმდება Leopard 2-ის გადაცემას, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

როგორც მორავეცკიმ აღნიშნა, მიუღებლად მიიჩნევს გერმანიის ქცევას Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით და არ ესმის, რა უნდა მოხდეს კიდევ იმისთვის, რომ ქვეყანამ "გაახილოს თვალები და დაიწყოს მოქმედება გერმანიის პოტენციალის შესაბამისად“.

პოლონეთის პრემიერის განცხადებით, თუ გერმანია არ არის მზად, დამოუკიდებლად მიაწოდოს ტანკები უკრაინას, სხვა პარტნიორებს ხელები მაინც არ უნდა შეუკრას.

"ჩვენ შევქმნით სახელმწიფოთა უფრო მცირე კოალიციას, რომლებსაც სურთ თავიანთი თანამედროვე ტანკები უკრაინას გაუზიარონ. ჩვენ ვერ ვუყურებთ როგორ იცლება უკრაინა სისხლისგან", - განაცხადა მორავეცკიმ.

პოლონეთი უკრაინისთვის Leopard 2-ის 14 ტანკის გადაცემას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები