გიული ალასანია - კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა, ყოველდღე უარესად ხდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე გადაწყვეტილება დროულად უნდა იყოს მიღებული.

"კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა. ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ აღარ არსებობს, ხერხემალი მოჩანს აქედან. ესენი ამბობენ, კი, ბატონო, ავად არის, მაგრამ ჩვენ აქ ვუმკურნალებთ. კი ბატონო, კეთდება რაღაც გადასხმები, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღე უარესად ხდება.

ვისაც ეს ეხება, ის ხომ უნდა დაფიქრდეს, რომ ეს რომ აღარ იყოს აქ, ასე რომ მოხდეს და ეს აუცილებლად მოხდება, ქვეყანას გადაუვლიან. ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლებაა და ინტერესი დასავლეთიდან, ამათ ასე არ შერჩებათ. 

გამოსავალი ძალიან მარტივია - გადაყვანა. რამდენი თვეა, ამაზეა ლაპარაკი და დრო ხომ გადის. ამ ადამიანს დარჩა საათები და ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამაზე. მე არ მესმის ასეთი სიჯიუტე რას ნიშნავს, ვერ ამიხსნია", - განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები