გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

გერმანიის თავდაცვის ახლად დანიშნული მინისტრი ბორის პისტორიუსი უახლოესი ოთხი კვირის განმავლობაში უკრაინას ეწვევა, - ამის შესახებ მან Deutsche Welle-სთან საუბრისას განაცხადა.

"მალე წავალ უკრაინაში, ალბათ ეს მოხდება მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში", - აღნიშნა პისტორიუსმა.

პისტორიუსმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინისთვის ლეოპარდის ტანკების მიწოდებაზე. მინისტრის თქმით, გერმანია "ამ საკითხზე ძალიან მჭიდრო დიალოგს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებთან, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან“.

"იმისთვის, რომ კარგად მოვემზადო შესაძლო გადაწყვეტილებებისთვის, მე დავავალე ჩემს დეპარტამენტს, რომ შეამოწმონ ყველაფერი, რათა არ დავკარგოთ დრო, თუ უარესი მოხდება“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები