სასწრაფო დახმარების თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ზემდგომი პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქცია 6 დღეა, მიმდინარეობს, ამ დღეების განმავლობაში სასწრაფოს თანამშრომლები ღამეს ადმინისტრაციაში ათევდნენ, თუმცა მათი თქმით, დღეს ისინი შენობაში დაცვამ აღარ შეუშვა. 

"ჩვენ აქ გვაქვს უწყვეტი აქცია, დღეს მე-6 დღეა. გუშინ აქ ღამე გავათენე, გამოვედი დაახლოებით ერთი საათი, დაბრუნებისას ვიღაც გაურკვეველი ადამიანები დგანან, არ გვიშვებენ, არ ვიცით ვინ არიან, სახელ-გვარს არ ამბობენ, არც საბუთებს გვაჩვენებენ. მოთხოვნა ხელფასების მომატებაა. აქციები დაწყებულია მაისის მერე, უწყვეტ რეჟიმში აქცია უკვე 6 დღეა, რაც არის", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მათი თქმით, ისინი თავის მოვალეობას ასრულებენ, რადგან მოსახლეობას ეს სჭირდება, მაგრამ მათაც სჭირდებათ, რომ მოქალაქეები დაუდგნენ გვერდით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები