“არსენალის” საჩემპიონო რეიდი გრძელდება - “მეთოფეებმა” “წითელი ეშმაკები” დაამარცხეს

დღეს “ემირეითსის სტადიონზე” ლონდონის “არსენალმა” ერთ-ერთ კონკურენტს მანჩესტერ “იუნაიტედს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა, ორივე გუნდმა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა, თუმცა 3 ქულა ლონდონში დარჩა.

ბრძოლა ბოლო წუთებამდე გრძელდებოდა, შეხვედრის 90-ე წუთამდე ანგარიში 2:2 იყო, თუმცა “მეთიფეებმა” გააკეთეს ის, რასაც აკეთებენ საუკეთესოები, მათ შეხვედრის მიწურულს გარისკეს, შეუტიეს და ნკეტიამ ეს უპირატესობა გოლად აქცია. საბოლოოდ “იუნაიტედი” დამარცხდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ “არსენალმა” საჩემპიონო თამაში მოიგო, სწორედ ასეთი მომენტებს შეაქვთ გარდამტეხი წვლილი სეზონის წარმატებით დასრულებაში.

“არსენალი” ინგლისის “პრემიერ ლიგას” 50 ქულით ლიდერობს და ერთი მატჩი კიდევ თადარიგში აქვს. მეორეზე პოზიციას მანჩესტერ “სიტი” 45 ქულით იკავებს, ხოლო ნიუკასლ “იუნაიტედი” და მანჩესტერ “იუნაიტედი” მესამე და მეოთხე ადგილებს 39-39 ქულით ინაწილებენ. ამ მარცხის შემდეგ “წითელი ეშმაკები” საჩემპიონო მარათონს შედარებით ჩამოცილდნენ.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი