შალვა ალავერდაშვილი - გუდაური-ბაკურიანის სეზონი ჩავარდა

ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, სამწუხაროდ, გუდაური-ბაკურიანის სეზონი ჩავარდა, – ამის შესახებ "სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, სეზონი ჩავარდა განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა წელს ტრადიციული ბაზრებიდან მოლოდინები გაცილებით ნაკლები იყო.

"ტრადიციულ ბაზრებად ითვლებოდა რუსეთი და უკრაინა, აზერბაიჯანთან საზღვარი ჩაკეტილი გვაქვს და წელს ისრაელიდან პირველად იწყებოდა ზამთრის ტურიზმის მიმართულების განვითარება. 15 000 ებრაელ ტურისტს ველოდებოდით. სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა და კლიენტთა უმრავლესობამ თანხები უკან მოითხოვა, რაც წინასწარ ჰქონდათ ჩარიცხული სასტუმროებში. კერძო სექტორი საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ამას დაემატა გაურკვეველი მდგომარეობა ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, რაც ასევე ერთ-ერთ ხელისშემშლელ პირობად ითვლება. უცხოეთიდან ჩამოსული ინსტრუქტორების საკითხს კანონმდებლობით ვერ ვარეგულირებთ.

ჩამოვიდა ბევრი ინსტრუქტორი, რომელთააც საერთაშორისო ლიცენზია აქვთ და მათ წინააღმდეგ წავიდნენ ადგილობრივი ინსტრუქტორები. ბევრი ტურისტის შემთხვევაში ხდება გადანაწილება. თითქმის ყველა ინსტრუქტორს ჰყავს ე.წ. თავისი კლიენტი. მაშინ, როდესაც ტურისტების ასეთი სიხალვათეა, ამ დროს ეს პრობლემა ძალიან იჩენს თავს. საქართველოში უცხოელი ინსტრუქტორებისთვის არც ისე სახარბიელო ვითარებაა. ეს ტურისტებისთვისაც ძალიან ცუდია. ზოგიერთ ინსტრუქტორს თავისი კლიენტი თვითონ მოჰყვება“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

მსგავსი სიახლეები