გიული ალასანია - არ ვიცი რა მაღაზიას გულისხმობს, ჩემი ინტერესია, რომ ჩემი შვილი არ იყოს ასეთ მდგომარეობაში

მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურა.

"შეიძლება ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სპეციალისტებისგან, მაღალი დონის ექსპერტებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი არის მოწამლული. მძიმე მეტალებია ორგანიზმში, რომლებიც ჯერ არ გამოსულა, ამის გამო ადამიანი ვერ იღებს საკვებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია, იმაზე მეტი არ შეუძლია და სხვანაირად არ შეუძლია. 

არ ვიცი რა მაღაზიას გულისხმობს, არა მგონია, უგემური საკვები მოგვქონდეს. ჩემი ინტერესია, რომ ჩემი შვილი არ იყოს ასეთ მდგომარეობაში. 

ექიმები ამას გვეუბნებიან, რომ საკმარისი კალორაჟი არ არის, მკურნალი ექიმი, არაერთხელ, მართალია, მაგრამ საქმე ის არის, რომ როცა ჩამოთვლიან ხორცი უნდა იყოს, ის უნდა იყოს, ეს ადამიანი ვერ იღებს", - განაცხადა ალასანიამ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები