ჰერჩინსკი - შედეგებზე დაყრდნობით შევაფასებთ საქართველოს პროგრესს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.

მისი თქმით, საუბრის თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი იყო.

"მქონდა შეხვედრა შალვა პაპუაშვილთან. წლის დასაწყისში ჩვენ ვისაუბრეთ 12 ვალდებულების შესრულების პროცესზე. როგორც იცით, ზოგიერთი პრიორიტეტი შესრულდა, ზოგიერთზე მუშაობა ახლაც გრძელდება. საქართველოს პარლამენტი ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, მაგალითად ვენეციის კომისიის და "ოდირის“. მუშაობა გაგრძელდება. შედეგებზე დაყრდნობით შევაფასებთ საქართველოს პროგრესს. ეს გამოქვეყნდება ევროკომისიის მიერ ოქტომბერში და შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იმსჯელებენ შედეგებზე, სამომავლო ნაბიჯებზე. ასე რომ, წინ ძალიან საქმიანი წელი გვაქვს. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას საქართველოს და ქართველ პოლიტიკოსებს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

შალვა პაპუაშვილს დღეს ასევე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შეხვდა, თუმცა მას შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები