კასიანოვი - თუ საქართველოში რუსების შემოდინების გამო საფრთხე იარსებებს, უკრაინელების ევაკუაცია გამორიცხული არ არის

საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიური ნაკადის შემდეგ, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

"პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში, მაგრამ ხაზს ვუსვამ: მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

ჩვენ ვიმუშავებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენი ძალითაა შესაძლებელი მათი დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი", - განაცხადა კასიანოვმა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ "საქართველოში რუსების ანომალიური შემოდინების გამო საფრთხის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, საელჩო ყველანაირად უწყობს ხელს  მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნებას".

"ახლა ჩვენ განვიხილავთ სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება. ამავდროულად, ყველაზე ოპტიმალურად მიგვაჩნია სახმელეთო ტრანსპორტი“, - განაცხადა კასიანოვმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები