ლევან მურუსიძე - მე გირჩევდით, რომ ჩემთან ბრძოლის დროს, ნუ ცდილობთ, რომ ჩემს გარშემო რაც არის მოსპოთ და გაანადგუროთ

მოსამართლე ლევან მურუსიძის აზრით, სასამართლოს ყველაზე დიდი პრობლემა "აღვირახსნილი ლანძღვა, გინება და დისკრიმინაციაა", რომ შეაზიზღონ მოსამართლეები და სასამართლო.

ამის შესახებ მურუსიძემ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

"სასამართლოში პრობლემა არის, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა რა არის იცით? ის აღვირახსნილი ლანძღვა, გინება და დისკრიმინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ შეაზიზღონ მოსამართლეები და სასამართლო სისტემა ლაფში ამოსვარონ, რომ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ნდობა, რომ აქ არის საშინელი კორუფცია, საშინელი ნეპოტიზმი და საშინელი არაკომპეტენტურობა, აი ეს არის მიმართული ბოროტმოქმედება, რომელსაც არასამთავრობო სექტორი აკეთებს. 

მე გირჩევდით, რომ ჩემთან ბრძოლის დროს, როდესაც ებრძვით ლევან მურუსიძეს, ნუ ცდილობთ, ზოგადად, რომ ჩემს გარშემო რაც არის მოსპოთ და გაანადგუროთ რა. იმიტომ, რომ არ არის სწორი. ადამიანს რაც გაუკეთეს და რაც შეურაცხყოფა მიაყენეს და რაც აბულინგეს ტელევიზიებით, მე ვერაფერს ვერ დამაკლებთ რეალურად, როგორც ლევან მურუსიძეს, რეალური მიზანი რაც არის", - განაცხადა ლევან მურუსიძემ "მთავართან". 

IDFI-მ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის 300-ზე მეტი დეკლარაცია შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ მოსამართლეების ნათესავებისა და ოჯახის წევრების დასაქმებას სასამართლოში უკვე კარგად ჩამოყალიბებული ტენდენციის სახე აქვს. 

უახლესი ამბები