ვისგან და რამდენი Leopard 2 შეიძლება მიიღოს უკრაინამ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მალე ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის თანამედროვე ტანკებს მიაწოდებს, ეს გადაწყვეტილება ასევე მწვანე შუქს აუნთებს სხვა მოკავშირეებს.

გერმანია

Spiegel-ის ცნობით, რამდენიმეთვიანი დებატების შემდეგ შოლცმა უკვე გადაწყვიტა Leopard 2 ტანკების გაგზავნა. ამ დროისთვის საუბარია მინიმუმ ერთ სატანკო ესკადრილიაზე.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს სტანდარტების მიხედვით, ერთი სატანკო ესკადრილია 14 ერთეულ ტანკს მოიცავს, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, საბრძოლო მანქანები შეიძლება მომზადდეს სამრეწველო მარაგებიდან, საუბარია Leopard 2A6-ის ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაციაზე. განახლებულ A6 მოდელმა, თავის წინამორბედთან შედარებით, მიიღო გაძლიერებული კოშკურის ჯავშანი და ნაღმებისგან დამატებითი დაცვა. მთავარი განსხვავებაა Rhl 120/L55 იარაღი გაზრდილი ლულის სიგრძით. შედეგად, მჭიდის ენერგია, მჭიდის სიჩქარე, ისევე როგორც ჯავშანტექნიკის შეღწევა და დიაპაზონი გაიზარდა.

გერმანიას შეიარაღებაში 300-ზე მეტი ტანკი აქვს სხვადასხვა მოდიფიკაციით.

პოლონეთი

დღეს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა გერმანიას ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა Leopard 2-ის ტანკების რეექსპორტის შესახებ. წესების მიხედვით, მწარმოებელმა ქვეყანამ მესამე მხარის მიწოდება უნდა დაამტკიცოს.

"გერმანელებმა უკვე მიიღეს ჩვენი მოთხოვნა "ლეოპარდ 2“-ის ტანკების გადაცემაზე თანხმობის შესახებ. მე ასევე მოვუწოდებ გერმანულ მხარეს, შეუერთდეს უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნების კოალიციას "ლეოპარდ 2“-ის ტანკებით. ეს არის ჩვენი საერთო საქმე, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

პოლონეთი ბოლო დღეებში ამ საკითხის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლობისტია. ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს მზადყოფნაზე, მიაწოდონ 14 ერთეული Leopard 2 უკრაინას თუნდაც გერმანიის ნებართვის გარეშე.

საერთო ჯამში, პოლონეთის არმიას დღეს თითქმის 250 ასეთი ტანკი აქვს.

ფინეთი

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ კიევში ვიზიტისას დაადასტურა მზადყოფნა განიხილოს ლეოპარდების გადაცემის შესაძლებლობა. მან ასევე აღნიშნა, რომ მის ქვეყანას შეუძლია დაეხმაროს უკრაინელი ტანკისტების მომზადებაში.

რაც შეეხება რაოდენობას, ესს ჯერ კიდევ უცნობია. პრეზიდენტის თქმით, ფინეთი მზად არის წვლილი შეიტანოს მოკავშირეთა კოალიციური ძალების მიერ ცალკეული სატანკო ერთეულის ჩამოყალიბებაში.

ფინეთის არმიას აქვს დაახლოებით 200 Leopard 2 საბრძოლო მზადყოფნაში და საწყობებში.

ნორვეგია

უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესაძლებლობას ასევე განიხილავს ნორვეგია. საუბარია Leopard 2-ის 8 ერთეულ ტანკამდე. ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა Dagens Naeringsliv-ის მონაცემებით, გადაწყვეტილება შეიძლება დამტკიცდეს ახალი ტანკების შეძენის გეგმებთან დაკავშირებით.

ნორვეგიის არმიის შეიარაღებაში სულ 36 ერთეული Leopard 2-ია.

ნიდერლანდები

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდების მთავრობა განიხილავს გერმანიიდან უკვე იჯარით აღებული Leopard 2-ის ტანკების შეძენას, რათა მოგვიანებით ისინი უკრაინას გადასცეს.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საუბარია სავარაუდოდ, 18 ერთეულზე.

ესპანეთი

El Mundo-ს ცნობით, ესპანური მხარე განიხილავს Leopard 2-ის ტანკების გადაცემის შესაძლებლობას, თუმცა მათ შეკეთებას და მომზადებას შესაძლოა, დაახლოებით ერთი თვე დასჭირდეს.

ერთი დღით ადრე, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა არ დააკონკრეტა რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს უკრაინას. ამ ქვეყანას დაახლოებით 240 ერთეული ასეთი ტანკი აქვს.

რამდენი Leopard 2 სჭირდება უკრაინას?

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას, პირველ რიგში, სურს Leopard 2-ისგან სატანკო ბრიგადის შექმნა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სატანკო ბრიგადას უნდა ჰყავდეს სამი ბატალიონი, ამიტომ საჭიროა მინიმუმ 93 ერთეული.

მინისტრის თქმით, იანვრის დასაწყისისთვის ხუთი ქვეყანა იყო მზად უკრაინისთვის ტანკების მისაწოდებლად. 

ამ დროის მონაცემებით, გერმანიას, პოლონეთს, ნორვეგიას და ნიდერლანდებს შეუძლიათ უკრაინისთვის 54 ტანკის მიწოდება. ფინეთის და ესპანეთის საკითხი ჯერ კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები