ლევან ხაბეიშვილი - თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებთ, ნუ გგონიათ, რომ ამაზე არ წავალთ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, ყველა რაიონსა და რეგიონში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ოფისები გაიხსნება.

"ყველა რაიონსა და რეგიონში გაიხსნება მიშას გათავისუფლების ოფისები. ვაპირებ კოალიციის გაკეთებას ქართველ ხალხთან და არა კაბინეტ-კაბინეტ პოლიტიკოსებთან სიარულს. მე არ ვაპირებ, ადამიანები სხვადასხვა ქალაქში ჩავიყვანო სასეირნოდ და არ ვაპირებ, კონკრეტული ბარიკადი, რომელიც შეგვხვდება, და იქნება ასეთი წინააღმდეგობები, ხელები ჩამოვუშვათ და ვთქვათ, რომ ახლა ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, ჩვენ რაღაცა კანონს ვერ დავარღვევთ.

ხელისუფლება არის უკვე კანონგარეშე, რუსულ ოცნებას უკვე გამოცხადებული აქვს თავისი ღია მხარდაჭერა რუსებისთვის. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან მოქმედებას და გაკვირვებული არიან, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს რუსებს. როცა კანონგარეშეა ხელისუფლება, ოლიგარქიაზეა საუბარი და ევროკავშირსა და ჩვენ შორის დგას ბიძინა ივანიშვილი, მე მგონია, რომ ჩვენი მხრიდან ყველა მოქმედება იქნება ლეგიტიმური. არ ვაპირებ, მათ შორის, ფიზიკურად დავიხიო რამეზე უკან და ის ბარიკადი, რაც იქნება ჩვენ წინ, არ გადავლახო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველის“ ეთერში.

კითხვაზე, – "შევარდებით და ფიზიკურად გამოიხსნით სააკაშვილს?“ – ხაბეიშვილმა უპასუხა: "თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებთ". 

"ნუ გგონიათ, რომ ან ამაზე არ წავალთ, ან ამას არ გავაკეთებთ, რადგან საუბარია მიშა სააკაშვილის ბედზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ. ასევე, თუ გვინდა, ევროკავშირში შევიდეთ, ბიძინა ივანიშვილის პირობებში, რუტინული არჩევნებით ისინი ყოველთვის დაგვამარცხებენ. ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერ რუტინულ არჩევნებში მოუგებს ოპოზიციას. ქვეყანაში საჭიროა პოზიტიური ცვლილებები, რევოლუციურად სწრაფად. მათ შორის რევოლუციური ცვლილებებია საჭირო, რათა ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები