ბექა ლილუაშვილი - ის რისკები, რაც კასიანოვმა დაინახა, არ არის რაციონალურობას მოკლებული

ამ განცხადების შინაარსია, რომ არ ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ ისინი უზრუნველყოფენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხებს, – ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა ანდრეი კასიანოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"ის რისკები, რაც კასიანოვმა დაინახა, არ არის რაციონალურობას მოკლებული, მით უმეტეს, იმ მოცემულობაში, როცა ხელისუფლებას არ აქვს მკაფიო პოზიცია არათუ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით, არამედ უკრაინის მდგომარეობასთან მიმართებაში. ამ განცხადების შინაარსია, რომ არ ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ ისინი უზრუნველყოფენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხებს. არ მინდა, კასიანოვის მოტივებში შესვლა, მაგრამ, ფაქტობრივად, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლების უნარს უნდობლობას უცხადებს, რომ დაიცვას საქართველოში უკრაინელი მოქალაქეების უფლებები. 

გასაგებია, რომ ამ თვალსაზრისით ეს ხისტი განცხადება იყო, მაგრამ აქვს გარკვეული რაციონალი და ეს გასათვალისწინებელია. ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება, გასცეს მკაფიო პასუხი“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები