გერმანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემს

უკრაინა პარტნიორებისგან თანამედროვე გერმანულ ტანკებს Leopard 2  მიიღებს, გერმანიამ თავისი განზრახვა ოფიციალურად დაადასტურა, - გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას Die Welt  ავრცელებს.

"ეს გადაწყვეტილება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის ჩვენს კარგად ცნობილ გზას მიყვება. საერთაშორისო დონეზე მჭიდროდ კოორდინირებულად ვმოქმედებთ" , - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საუბარია Leopard 2-ის ტანკების ერთ ესკადრილიაზე (14 ერთეული) გერმანიის მარაგებიდან.

ამგვარად, გერმანიის გადაწყვეტილებამ ასევე მწვანე შუქი აუნთო სხვა ქვეყნებს უკრაინელი სამხედროებისთვის თანამედროვე ტანკების მიწოდებას.

უკრაინას ტანკებს გადასცემენ ასევე პოლონეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც გერმანიის გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები