აშშ უკრაინას 500-ზე მეტ ჯავშანმანქანას და 31 ერთეულ Abrams M1-ის ტანკებს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას თავის საბრძოლო ტანკებს Abrams M1-ს გადასცემს, საუბარია 31 ერთეულზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

"ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ უკრაინას თავისი ტერიტორიის დაცვაში და კონტრშეტევაზე გადასვლაზე. ქვეყნის გასათავისუფლებლად მათ უნდა გაზარდონ თავდაცვითი შესაძლებლობები... დღეს ჩვენ გამოვყოფთ 500-ზე მეტ ჯავშანმანქანას და ასევე ვაცხადებ, რომ გამოვყოფთ 31 Abrams-ის ტანკი“, - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, Abrams-ის ტანკების მართვა და ექსპლუატაცია ძალიან რთულია, ამიტომ საჭიროა პერსონალის მომზადება და ლოგისტიკის უზრუნველყოფა.

"ჩვენ მოვამზადებთ უკრაინელ სამხედროებს და ამის გაკეთებას რაც შეიძლება მალე დავიწყებთ. დრო დასჭირდება ბრძოლის ველზე ტანკების განთავსებას და მთელი ძალისხმევა საჭირო იმისთვის, რომ უკრაინელი სამხედროები მზად იყვნენ ოპერაციისთვის", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ გამოაცხადებს დამატებით რესურსებსა და სახსრებს უახლოეს კვირებსა და თვეებში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები