რუსებმა კიევის მიმართულებით 15 რაკეტა გაისროლეს - საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა სამიზნე გაანადგურა

რუსეთის ჯარებმა 26 იანვარს ფართომასშტაბიანი დარტყმის დროს კიევის მიმართულებით 15 რაკეტა გაისროლეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა საჰაერო სამიზნე გაანადგურა, - ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა.

"მტერმა კიევის მიმართულებით 15-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაისროლა. საჰაერო თავდაცვის შესანიშნავი მუშაობის წყალობით ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოგდებულია", - განაცხადა მან.

ამასთან, პოპკომ აღნიშნა, რომ საჰაერო თავდასხმების საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. მან ქალაქის მცხოვრებლებს განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

უკრაინაში დილიდან მასშტაბური საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინელები სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილებული არიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერის იური იგნატის განცხადებით, რუსეთმა ჰაერში ექვსი ბომბდამშენი Ту-95 აიყვანა და მტერმა უკრაინის მიმართულებით 30-ზე მეტი რაკეტის გასროლა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები