საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს. 

დღევანდელ პროცესზე რამდენიმე ექსპერტის დაკითხვა იგეგმება.

ასევე, სხდომაზე პენიტენციური სამსახური სავარაუდოდ, ალტერნატიულ დასკვნას წარადგენს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დავალებით სამხარაულმა შეასრულა. 

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ეს დასკვნა მაგალითია, თუ როგორ არ შეიძლება შესრულდეს სასამართლო-სამედიცინო დასკვნა.

"ერთხელ უკვე ამ ტიპის შუამდგომლობა დააყენეს, მათ უნდოდათ ექსპერტიზის ჩატარება, ამაზე მოსამართლემ უარი თქვა, ეს არის იგივე ხასიათის და შინაარსის შუამდგომლობა, ამაზეც მოსამართლემ უარი უთხრა, გარდა ამისა, ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნერვოლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ არ არის ნანახი პაციენტი, მსგავსი რამ დედამიწის ზურგზე ფიზიკურად შეუძლებელია", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები