არჩილ თალაკვაძე - გარწმუნებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ვალდებულებები ნამდვილად შესრულდება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ევროსაბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაძლევს დამატებით მოტივაციას დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. აღნიშნული განცხადება არჩილ თალაკვაძემ  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მან მადლობა გადაუხადა მონიტორინგის კომიტეტს გაწეული სამუშაოსთვის.

"ძალზედ სასარგებლოა, რომ რეზოლუციაში ხაზგასმულია ყველა პოლიტიკური პარტიის კონსტრუქციული და ფართო ჩართულობის მნიშვნელობა და მოწოდება, რომ გაგრძელდეს მუშაობა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, ყველა მათგანის მონაწილეობით. საქართველომ დაამტკიცა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების განგრძობითი ოკუპაციისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ რეფორმები და განვამტკიცოთ დემოკრატია“, - განაცხადა არჩილ თალკვაძემ. 

მან საქართველოს  პარლამენტის მიერ ბოლო წლებში გაწეულ სამუშაოებზეც ისაუბრა და რამდენიმე საკითხი გამოყო.  "ახლა ჩვენ გვაქვს უფრო ძლიერი და პლურალისტური პარლამენტი, ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე, ოპოზიციის საქმიანობისთვის განკუთვნილი უფრო ეფექტური მექანიზმებით. მედია გახდა დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი. პოლიტიკაში ქალების მეტი ჩართულობისთვის მივიღეთ ახალი კანონები“, -  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.  

არჩილ თალაკვაძემ  ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემაში რეფორმაზე და აღნიშნა, რომ 60%-ით შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ  შეტანილი საჩივრების რაოდენობა. ასევე, აღდგა შეჯიბრობითობა და დაბალანსდა სასამართლო დავებში მხარეთა სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, საქართველოს აქვს ევროკავშირის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაცია, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ევროინტეგრაციისთვის დემოკრატიული რეფორმების გზას.

"დღეს ნამდვილად გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე ის იყო 10 წლის წინ. გარწმუნებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ვალდებულებები ნამდვილად შესრულდება“, - მიმართა თალაკვაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები