თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. 

დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები ძევრის, ჩხარისა და გოგნის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

შეხვედრებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილესთან მირზა ქოჩიაშვილთან და  საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან ერთად დაესწრო.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კრებაზე პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს და განსახორციელებელ პროექტებზე ერთად შეთანხმდნენ.

ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში ხმათა უმრავლესობით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გადაწყდა; გოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში პრიორიტეტად მინი სტადიონის მოწყობა დასახელდა;  ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არსებული კლუბის შენობის სახურავისა და გარე ფასადის რეაბილიტაცია მოხდება.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავდა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

სამუშაო შეხვედრებს, ძევრის, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარი დეპუტატი მანუჩარ ფანჩულიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სოფლის კრებები და კონსულტაციები 2023 წლის 23 იანვარს  დაიწყო და დღეს, 27 იანვარს დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები