გიორგი ჩალაძე - ეს არის უკიდურესი სიბინძურე, ალბათ, ამას ზარქუა არ იკადრებს, რომ ვინმეს ხელი დაადოს

მისი სახელით სპეკულირებას უნდა დაანებონ თავი, თუკი რამე უნდა მიხეილ სააკაშვილმა რომ თქვას, იტყვის პირდაპირ, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

"ეს არის პრეზიდენტის სახელის კიდევ ერთხელ ბოროტად გამოყენება, მისი სახელით სპეკულირებას უნდა დაანებონ თავი, თუკი რამე უნდა მიხეილ სააკაშვილმა რომ თქვას, იტყვის პირდაპირ. ეს არის უკიდურესი სიბინძურე, ალბათ, ამას ზარქუა არ იკადრებს, რომ ვინმეს ხელი დაადოს.

რაც იგულისხმა ადამიანმა, დაწერა ის, არ არის საჭირო ამის ინტერპრეტაცია არავის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. რატომ დაიბეჭდა კი არა, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა გაზეთში იბეჭდება პრეზიდენტის ინტერვიუები. ეს ნიშნავს საერთაშორისო ყურადღებას და ამ ინტერვიუს მიზანი არის პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და კატასტროფული სიტუაციის ხაზგასმა და არა – ვინმე ადამიანზე რაღაცა ჩირქის მოცხება თუ გამარჯვების დროშებით სირბილი. 

ჩვენი, ყველასი ერთად, მიზანი უნდა იყოს, ყურადღება მივაქციოთ ამ კრიტიკულ სიტუაციას და მოვძებნოთ გზები, აქედან როგორ გამოვიდეთ. ყველას ამოცანა უნდა იყოს პრეზიდენტის გადარჩენა და არა იმის ძახილი, რომ, აი, ვანოზე რაღაცა თქვა, აი, კეზერაშვილზე რაღაც თქვა, ეს არის უკიდურესი სიმდაბლე“, – განაცხადა ჩალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები