ირანში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე აფეთქებები მოხდა

გვიან ღამით ირანში, სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმები განხორციელდა. 

მედიის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ქალაქ შაჰიდ-სალიმში მდებარე ძრავის ზეთების მწარმოებელ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ასევე, თავდასხმა მოხდა ისპაანში მდებარე დრონებისა და საბრძოლო მასალების მწარმოებელ სამხედრო ქარხანაზე.

აფეთქება იყო ქალაქ დიზფულის ავიაბაზაზეც, ასევე აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ვრცელდება ცნობები ქალაქებიდან – ჰამადანიდან და რეშტიდან.

აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ თეირანშიც. ადგილობრივების თქმით, თავდასხმები განხორციელდა სამთავრობო შენობებზე, რის შედეგადაც ჰაერში ირანული თვითმფრინავები აფრინდნენ.

ამ დროისთვის მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.