პესკოვი - ჯერჯერობით შეთანხმებული სატელეფონო საუბრები არ არის, პუტინი ღიაა კონტაქტებისთვის

ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში არ გეგმავს მოლაპარაკებებს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, ბერლინიდან მსგავსი საუბრის მოთხოვნა არ ყოფილა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ჯერჯერობით შეთანხმებული სატელეფონო საუბრები არ არის. პუტინი ღიაა კონტაქტებისთვის", - განაცხადა პესკოვმა შოლცის განცხადების კომენტირებისას.

გერმანიის კანცლერმა დღეს განაცხადა, რომ მას სურს, "განაგრძოს ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად"  პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებში.

"მე ასევე კვლავ ვისაუბრებ პუტინთან, რადგან აუცილებელია ერთმანეთთან საუბარი. პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაასრულოს ეს საშინელი, უაზრო ომი", - განაცხადა შოლცმა.

მსგავსი სიახლეები