ალიევი - ისლამურ სახელმწიფოებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილი უნდა მიეცეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისლამურ სახელმწიფოებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილი უნდა მიეცეს.

ილჰამ ალიევმა ბაქოში ეგვიპტის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ასეთი რეფორმების გატარებით გაერო-ს უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილების გასაფართოებლად, უფრო უსაფრთხო და სამართლიანი სამყარო შეიძლება ჩამოყალიბდეს.

მისივე თქმით, მუდმივი ადგილი ასევე შეიძლება მიენიჭოს არაკავშირების მოძრაობას, რომლის გენერალური მდივანიც ის არის.

"ერთი მუდმივი ადგილი უნდა დაეთმოს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებს და OIC-მა კონსულტაციების საფუძველზე უნდა წარადგინოს თავისი კანდიდატი. მუდმივი წევრის კიდევ ერთი ადგილი უნდა დაეთმოს არაკავშირების მოძრაობას და ეს ადგილი უნდა გადაეცემოდეს მის თავმჯდომარე ქვეყანას. ვფიქრობ, ეს იქნება სამართლიანი“, - განაცხადა ალიევმა.