ზელენსკი - რუსეთს ომის გაჭიანურება და ჩვენი რესურსების ამოწურვის იმედი აქვს, ამიტომ ჩვენ მოვლენები უნდა დავაჩქაროთ

რუსეთის დიქტატორულ ხელისუფლებას უკრაინის ტერიტორიაზე ომის გახანგრძლივება და უკრაინის რესურსების დაცლა სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა უნდა დააჩქარონ იარაღის მიწოდება.

"რუსეთი იმედოვნებს ომის გახანგრძლივებას, ჩვენი ძალების ამოწურვას. ამიტომ, დრო უნდა გამოვიყენოთ ჩვენს იარაღად. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მოვლენები, დავაჩქაროთ მიწოდება და გავხსნათ ახალი საჭირო შეიარაღებული ვარიანტები უკრაინისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინას უკვე აქვს მნიშვნელოვანი თავდაცვითი შედეგები აშშ-თან, გერმანიასთან, პოლონეთთან, კანადასთან, ბელგიასთან, ნორვეგიასთან, იტალიასთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში.

”მომდევნო კვირა არანაკლებ ძლიერი უნდა იყოს ჩვენი თავდაცვისთვის”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები