უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 126 650 (+490) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 30.01.2023-მდე: ტანკები - 3 201 (+4), ჯავშანტექნიკა - 6 369 (+3), საარტილერიო სისტემები - 2 196 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 453 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 221 (+0), თვითმფრინავი - 293 (+0), ვერტმფრენები - 284 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 1947 (+0), ფრთოსანი რაკეტები - 796 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 5 041 (+4), სპეციალური ტექნიკა - 199 (+0).