გელათის ტაძრის წინამძღვარი გარდაიცვალა

გელათის ტაძრის წინამძღვარი გარდაიცვალა

გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა.

სასულიერო პირმა დამწვრობა ორი კვირის წინ კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო.

მამა იოსებს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი.

16 გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლს იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო.

არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები